გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, „თიბისი ბანკი”, საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისი” და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც თუშეთში საცხენოსნო ტურისტული გზის გაყვანას ითვალისწინებს. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოტურიზმი
“თიბისი ბანკი” თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს იწყებს
რუსული მედიის წარმომადგენლების პრესკონფერენცია ტურიზმის საკითხებზე
11 ივნისს, 13:00 საათზე სასტუმრო რედისონში გაიმართება რუსეთის წამყვანი მედია საშუალებების (ИНТЕРФАКС Туризм, Эхо Москвы, газета Московский комсомолец, Российская газета, RATA-news, РИА Новости) ჟურნალისტების შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრებიან. Read the rest of this entry »
ასზე მეტი მიტოვებული ძეგლი
ახმეტაში, ისტორიული ძეგლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზოგი ისეთ მდგომარეობაშია, რომ შესაძლებელია, მათგან ორი სამი წლის შემდეგ, საერთოდ აღარაფერი დარჩეს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტაძრებს მოუვლელობა, წვიმა, ქარი და ყინვა ანადგურებს, ეკლესიის ფრესკებს მნახველები სპეციალურად აზიანებენ. საერთო სურათი საგანგაშოა. ახმეტაში ისტორიული მემკვიდრეობა ნელ-ნელა ჩვენივე უგულისყურობით ხელიდან გვეცლება. თუმცაღა, სახელმწიფო ინტერსესბში უნდა იყოს, მათი აღდგენა-რესტავრირება, თუნდაც ტურისტების მოსაზიდად. Read the rest of this entry »
ახმეტის მუნიციპალიტეტს აქვს პოტენციალი განვითარდეს ტურიზმი
ახმეტის მუნიციპალიტეტში ათეულობით ძეგლია, რომლითაც შეიძლება უამრავი ტურისტი დაინტერესდეს. მათ შორის უმრავლესობა აღდგენას, მოვლასა და პატრონობას საჭიროებს. რეგიონს სერიოზულად სჭირდება ამ დარგის განვითარება, და მასში უეჭველად უნდა ჩაერთოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლება და კერძო სტრუქტურებიც. გარდა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობისა, აუცილებელია ეკოპროექტების დაპროექტება, მოგზაურობისას ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა და ტურისტული მენეჯმენტის განვითარებაზე ზრუნვა. Read the rest of this entry »
წყაროსთავის განადგურებას მისული ფრესკები
სოფელ ფშაველის ჩრდილო-დასავლეთით, თელავი-ომალოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდინარე სტორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ გორაკზე, მიტოვებული ეკლესიაა, წყაროს თავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც ადგილობრივები, ისევე როგორც ყველა წმინდა ადგილას, დღესასწაულებზე გადიან და წესისამებრ ცხვარს წირავენ. Read the rest of this entry »
ღვთაების ეკლესიას ღამურები დაეპატრონნენ
ღვთაების ეკლესია დგას სოფელ ზემო ალვნის ჩრდილოეთით 2,5 კილომეტრზე, ულამაზეს ტყეში. ეკლესიამდე, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, გზად ღვთისმშობლის სახელობის წყაროცაა. Read the rest of this entry »
ტახტიგორი
უძველესი ტახტიგორის ეკლესიის ნახვა შეიძლება ტახტიგორაზე, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე – ბაწარა-ბაბანეულისა და ილტოს დაცულ ტეროტირიაზე.
2006 წელს გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა და მხოფლიო ბანკის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ტახტიგორაზე თამარ მეფის სახელობის პატარა ეკლესიის (X-XII სს) აღდგენა. ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობდნენ სათემო კავშირი “ლალისყურელი გლეხები”. Read the rest of this entry »
ნასაყდრალი – ალვანი
სოფელ ზემო ალვანში, ალაზნის პირას, არის შუასაუკუნეების ძეგლი, ამ ძეგლზე ინფორმაცია ფაქრობრივად, ვერ მოვიძიე.
თუმცა ადგილობრივების თქმით, სწორედ, აქ მართავდა თამარ მეფე წვეულებებს. Read the rest of this entry »
სამების ეკლესია სოფელ ალვანში
ეკლესიის ეზოში ხალხი ფაციფუცობდა, აღდგომის წინა კვირაა. ყველა თავის მიცვალებულის საფლავს ალაგებს, ასუფთავებს… ჩუმად ვაფიქსირებ ფოტოკამერით, მათ ფაციფუცს… ეკლესიაში შევდივარ და შიში მიტანს… რაღაც გაურკვევლის… სამების ცივი კედლები და ნახევრად ბნელი სივრცე ძვალ-რბილში მატანს და სასწრაფოდ გამოვდივარ გარეთ. Read the rest of this entry »
ცხრაკარი-ნათლისმცემელი ალვანში
სოფელი ზემო ალვანი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 8 კილომეტრში. ალვანი (ალონი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. მოსახლეობა აქ ადრევე დასახლებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) – იგი თუშებისათვის უწყალობებია. 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან. Read the rest of this entry »









