RSS

Category Archives: ეკომეცნიერება

დანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – ქვეყანამ ელექტროენერგიის 42% ქარის ენერგიით მიიღო

qariდანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – გასულ წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის 42 პროცენტი ქარის ენერგიით იქნა გადამუშავებული. TheGuardian-ის ცნობით, აღნიშნული ციფრი მსოფლიოში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა დანიაში 3 პროცენტით გაიზარდა.

Read the rest of this entry »

 

პრიორიტეტები უნდა დაიგეგმოს სწორედ, რომ დავიცვათ მოქალაქე და სახელმწიფომ, ხვალ, მილიონობით ზარალი არ ნახოს

tamaraa 001ოლიკო ცისკარიშვილი

13 ივნისის ტრაგედიიდან, თითქმის ერთი თვე გავიდა. სტიქიური მოვლენების გამო, დაიღუპნენ ადამიანები. ეს ტრაგედია უამრავ ადამიანს ფსიქოლოგიურ ტრავმის ფასად და სახელმწიფოს მილიონებით ლარის ზარალად დაუჯდა. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სწორედ, ამგვარი სტიქიური მოვლენების პრევენციაზე გვესაუბრა. თამარ ბაგრატია, ტრაგედიამდე, სულ ორიოდე კვირით ადრე დაინიშნა, იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელიც 1844 წელს დაარსებული საქართველოს ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურის, შავი ზღვის ინსტიტუტისა და გეოლოგიური სამსახურის სამართალმემკვიდრეა.

თამარ ბაგრატია, აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებსაც და მისი მთავარი მესიჯი საზოგადოებისადმი იყო – მეტი ქალი პოლიტიკაში, თუმცა როცა თანამდებობა შესთავაზეს, დადებითი  გადაწყვეტილები მიღებამდე, დიდ ხანს ფიქრობდა, რადგან  ეს თანამდებობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიით გეოგრაფი თვლის, რომ სისტემის ფუნქციონირების შინაარსობრივ გამართვაში  პროფესია დიდ პრივილეგიას ანიჭებს “პროფესიულად შემიძლია განვსაზღვრო სააგენტოს პოლიტიკა,  პრობლემები და შესაბამისად, შევეცდები მოვაგვარო,” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

Read the rest of this entry »

 

ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილმა, მსოფლიოში, უძველესმა ძაფმა შესაძლოა ისტორია შეცვალოს

zuzuana 008ოლიკო ცისკარიშვილი

მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ძუძუანას გამოქვაბული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზეა. თუ, აქამდე ჩეხეთის აღმოჩენებით ითვლებოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ჭიათურის გათხრებით ამ თარიღმა 34 ათას წლამდე გადაიწია. ძუძუანას მღვიმეში სამუშაოებს მეცნიერთა ჯგუფი 1996 წლიდან აწარმოებს, რომელშიც ქართველების გარდა, ამერიკელი და ებრაელი სპეციალისტებიც შედიან. ამ კვლევის მთავარი მიზანი პალეოლითის ხანის “ჰომო საპიენსის” მიგრაციის გზების დადგენა იყო. იქ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. მღვიმის შესწავლა საინტერესო იყო, რადგანაც აქ აღმოაჩინეს 34 000 წლის წინანდელი სელის ბოჭკო. აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის არქეოლოგ თენგიზ მეშველიანს. Read the rest of this entry »

 

ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათიცუცხვათის მღვიმე მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ.
მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი – მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება.
მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.

Read the rest of this entry »

 

აშშ-ში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა მზის ელექტროსადგურმა

მზისამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა მზის ელექტროსადგურმა სახელწოდებით – Topaz. ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 2012 წელს. ინჟინრებმა ორი წლის განმავლობაში, კალიფორნიაში დაამონტაჟეს 9 მილიონი მზის პანელი, დაახლოებით 25 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 2.5 მილიარდი დოლარი.

Read the rest of this entry »

 

საქართველოში რიგით ოცდამერვე, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში პირველი კარსტული მასივი აღმოაჩინეს

IMG_084122 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბზვანში, საინტერესო გეომორფოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ სალომე ხონელიძემ თსუ-ში საქართველოს რეგიონების გეომორფოლოგიის ლექციაზე განიხილა ბზვანის მღვიმის საკითხები, შემდეგ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული სოფელ ბზვანის რწმუნებულთან ბატონ გრიგოლ ტყეშელაშვილთან. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

Read the rest of this entry »

 

27 აგვისტოს მარსს შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ

marsi27 აგვისტოს პლანეტა მარსს შეუიარაღებელი თვალით ვიხილავთ. ამის შესახებ ასტროლოგები იუწყებიან.

00:30 საათზე პლანეტა მარსი დედამიწას 34,65 მილიონი მილის დაშორებით ჩაუვლის. მარსი ხელმეორედ კიდევ 2287 წელს ჩაუვლის. როგორც ასტროლოგები გვარწმუნებენ, ეს მოვლენა ცაში ორი მთვარის გამოჩენას ჰგავს. ამ სანახაობას ჩვენ მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია მოვესწროთ.

Read the rest of this entry »

 
 
გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 56 other followers