მსოფლიოში ავტომანქანების ზრდის პროცესი იწვევს ნახმარი გაცვეთილი საბურავების დაგროვებას. ისინი არ ექვემდებარებიან დაშლას, ცეცხლსაშიშია, ადვილად აალებადია და შესაბამისად დიდ ზაინს აყენებს გარემოს. საბურავები შედგება 3 კომპონენტისაგან: რეზინა-კაუჩუკი, ფოლადი და ტექსტილი. საბურავების რეციკლირების სხვადასხვა მეთოდი და ტექნოლოგია არსებობს. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოანომალია
გამოყენებული საბურავების გადამუშავება
გლობალური დათბობა მკაცრი ყინვების თანხლებით წარიმართება
ანომალიური ყინვები, რომელიც უკანასკნელ ხანს დედამიწაზე დაიწყო, თითქოს არ ამართლებს გლობალური დათბობის პროცესის დაწყების თეორიას. თუმცა, როგორც მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, ყინვები სწორედ სამომავლო მკვეთრი კლიმატური ცვლილებების მაჩვენებელია. ამის შესახებ Live Science წერს. Read the rest of this entry »
სტიქიამ აშშ-ს კვლავ შეუტია
ქარიშხალმა, რომელიც ამერიკას 27 დეკემბერს თავს დაატყდა, 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსხვერპლთა რაოდენობა დღეს დიდთოვლობამ გაზარდა. დიდთოვლობამ რამდენიმე ასეული ადამიანი დააზარალა. სტიქიამ 20-მდე შტატს შეუტია. ყინვის შედეგად გზაზე ავტოკატასტროფებმა იმატა. Read the rest of this entry »
დედამიწას მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება
დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. ეს ქარიშხალი, 2012 წლის 16 ნოემბერს მზეზე აფეთქების შედეგია, რომელიც 3 საათ ნახევარი გაგრძელდა, - იტყობინება АН-online. Read the rest of this entry »
ფლორიდაში ვეშაპები გამოირიყა
აშშ-ის ფლორიდას შტატში სანაპიროზე წყალმა 22 ვეშაპი გამორიყა. სანაპირო დაცვის სამსახურისა და ვეტერინართა მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ 5 მათგანის გადარჩენა მოახერხეს. ველური ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა კარლ სიჯენსონმა განაცხადა, რომ გადარჩენილი ვეშაპები სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს.
ჩინეთში დამსვენებლებს გიგანტური მედუზები შეესია
ჩინეთის სანაპიროებზე ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ტურისტებს გიგანტური მედუზები შეესიათ. ყოველდღიურად საავადმყოფოებში ათობით ადამიანი ხვდება. ერთი შეხედვით ასეთ უწყინარ არსებასთან შეხვედრა, ბევრისთვის შეიძლება არამხოლოდ დამწვრობით დასრულდეს, ბევრი პაციენტი საავადმყოფოებს ალერგიული მოწამვლითაც მიმართავს.






