RSS

ესეების კონკური საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებზე

22 აპრილი

algeTis wyalsacavi 004ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება და რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს 103-მა სკოლამ.

ესეების მიღება დაიწყო 26 მარტიდან და დასრულდა 17 აპრილს ღამის 12 საათზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესე, რომელშიც განხილულია საქართველოს სხვადასხვა მდინარის ეკოლოგიური პრობლემები და მათი გამოსწორების პერსპექტივები. კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული იქნა 13 საუკეთესო ესე. ფინალში გადასული 13 ნამუშევრის ავტორმა უნდა მოამზადონ და თსუ-ეკო კლუბის ელ. მისამართზე: tsuecoclub@tsu.ge 24 აპრილის ღამის 12საათამდე უნდა ატვირთონ PowerPoint-ის ფორმატში მომზადებული პრეზენტაცია (პრეზენტაციის ხანგრძლივობა – მაქს. 10 წუთი). კონკურსის ფინალი- გაიმართება 25 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსში და გამოვლინდება გამარჯვებული. ესეების კონკურსის ყველა ფინალისტ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო I, II, III ადგილოსანი გამარჯვებულები დაჯილდევდებიან დიპლომებითა და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზით.

კონკურს „საქართველოს მდინარეების ეკოლოგიური პრობლემები“ ფინალისტების სია: 1. ასმათ მტრეველი – ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძისსახელობის №2 საჯარო სკოლა, მე–11 კლასი; 2. ეკა ხიმშიაშვილი- აკადემიკოს ილია ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის №42 საჯარო სკოლა, მე-7კლასი; 3. აკაკი მჭედლიძე- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტ სოფ. აფენის №1 საჯარო სკოლა, მე-11კლასი; 4. თეონა დეკანიძე- სიღნაღის მუნიციპალიტეტ, სოფ. ერისიმედის საჯარო სკოლა, მე-12კლასი; 5. გვანცა ფირცხელიანი-წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა, მე-8 კლასი; 6. სალომე ლაბაძე- ქ.თბილისის№94–ე საჯარო სკოლა, მე-8 კლასი; 7. ანი კიკოლიაშვილი- ქ. ბოლნისის №1 საჯარო სკოლა, მე-8ბკლასი; 8. ანა ნიჟარაძე- მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლა, მე-7კლასი; 9. ნუცა ციხელაშვილი- ქ. თბილისის №47 საჯარო სკოლა,მე-10კლასი; 10. ია იაკობაშვილი- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ითხივისის №2 საჯარო სკოლა, მე-10კლასი; 11. გიორგიადამია- ქ. სენაკის №1 საჯარო სკოლა, მე-9კლასი; 12. ნინო ამაღლობელი- ქ.ბათუმი,ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზია, მე-10კლასი; 13. ლიკა ამბროსიშვილი-ქ. თელავი №4 საჯარო სკოლა, მე-9აკლასი. ფინალური ეტაპი გაიმართება 25 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ (ადმინისტრაციულ) კორპუსში, 115 აუდიტორია (რეგისტრაციის დაწყება 12 საათზე). ფინალისტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარ ესე-ზე აწყობილი პრეზენტაცია New Microsoft Office PowerPoint Presentation-ში. პრეზენტაციის მაქსიმალური ხანგრძლივობა 10 წუთი.

 

დატოვე კომენტარი