RSS

დღეს, გიდების საერთაშორისო დღეა

21 Feb

cxeni da biWebiდღეს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით, იქ, სადაც ტურიზმია განვითარებული – გიდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როდის გაჩნდა ეს პროფესია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ნამდვილად საერთაშორისო ურთიერთობებზეა დამყარებული. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყეს, ამ პროფესიის არსებობაც აუცილებელი გახდა.ჯერ კიდევ გასული საუკუნის, შუა წლებში, გიდის როლის მორგება პრაქტიკულად ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეეძლო, ვინც ისტორიაში ერკვეოდა. ამ პროფესიით ხშირად მასწავლებლები, ისტორიკოსები, ფილოლოგები და სტუდენტები მუშაობდნენ. თუმცა, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, გიდების პროფესიონალიზმზე მოთხოვნები გაიზარდა. გიდობის მსურველს, სათანდო მომზადება უნდა გაევლო. დღეს, გიდებს უნივერსიტეტები ამზადებე. ორი აუცილებელი პირობა გიდად მუშაობის დროს, გარდა განათლებისა, მათ უნდა შეეძლოთ სწორი მეტყველება და უნდა იყვნენ დამწყები ფსიქოლოგებიც.

გიდის დღეს, ბევრ ქალაქში, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ასე, მაგალითად, სლოვაკეთის გიდების ასოციაციამ, ამ დღეს ფეხით გასავლელი უჩვეულო მარშრუტი დაგეგმა. ლატვიის ასოციაცია, მსურველებს რიგაში უფასო ექსკურსიებს სთავაზობს. ხოლო არაბეთში, ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მეჩეთში ატარებენ.

კიდევ ერთი დიდი დღესასწაული, რომელსაც ბევრი გიდი აღნიშნავს, 18 მაისია – მუზეუმების საერთაშორისო დღე.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

About these ads
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 44 other followers