RSS

გიდის საერთაშორისო დღე, საქართველოში, პირველი სერტიფიცირებული გიდების დაჯილდოვებით აღინიშნება

21 Feb
cxeniდღეს, თბილისში საქართველოს ეროვნულ მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართება გისი საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, სადაც საზეიმოდ გადაეცემათ სერტიფიკატები საქართველოში პირველი სერტიფიცირებულ გიდებს, ასევე დაჯილდოვდებიან 2012 წლის საუკეთესო გიდები და გიდებისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილი კომპანიები. საქართველოს გიდების ასოციაცია გიდების ასოციაციის მსოფლიო და ევროპის ფედერაციების წევრ ასოციაციებთან თანამშრომლობით, ამ დღეს საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს გიდის – როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელთა მნიშვნელობას, რომელთაც უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ თავიანთი ქვეყნების პოპულარიზაციში. გიდის საერთაშორისო დღე 1985 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის მას მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე 2012 წელს პირველად აღინიშნა.
დღეისათვის სერტიფიცირებულმა საქართველოს მეგზურებმა პირველად მიიღეს აღიარება ეროვნულ დონეზე, რაშიც მსოფლიო ფედერაციაში აკრედიტებულმა გამომცდელებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ამ დროისათვის 82 სერტიფიცირებული გიდი ბათუმიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან, თელავიდან და თბილისიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწევს მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ათობით ათას სტუმარს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ტურიზმის ასოციაციები და პარტნიორი კომპანიები.

პარალელურად, გიდის დღე აღინიშნება ბათუმშიც, სადაც ღონისძიების დასრულების შემდეგ იგეგმება სემინარის გამართვა პრაქტიკოსი გიდებისა და სტუდენტებისათვის.

About these ads
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 46 other followers