RSS

დადიანების საბანაო ადგილი – მარტვილის კანიონი

04 Feb

martvili 008ოლიკო ცისკარიშვილი

მარტვილთან, მდინარე ინჩხიას შესართავთან, სასაფლაოების გვერდით, შეუმჩნეველი შესახვევია. სწორედ, იქ, სადაც ადგილობრივებს საქეიფოთ და დროის გასატარებლად ხელდახელ სკამი და მაგიდა დაუდგამს, ძნელად თუ მიხვდება ვინმე, რომ იქვე ინჩხია კანიონში მოედინება და ულამაზეს გარემოს ქმნის. ორ კლდეს შუა მორბენალი ანკარა მდინარე ლურჯად ლივლივებს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენ მხოლოდ მარტვილის კანიონის მცირე ფრაგმენტის ნახვა მოვახერხეთ, ამბობენ, მდინარის სათავიდან აქ ნავებითაც შემოდიანო.martvili 001სამწუხაროდ, ადგილობრივებმაც ცოტამ თუ იცის ამ მშვენიერი ადგილის შესახებ და კითხვა-კითხვის ძლივს მივაგენით.  თუმცა კი, ტურისტებისთვის  მშვენიერი სანახავია და ვფიქრობ, ბევრ ადგილობრივსაც დააინტერესებს მისი განუმეორებელი სილამაზის ნახვა.

მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი  დაბლობს უჭირავს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მარტვილის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით ასხის მთის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩეგოლასა“ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა.

ინჩხიასა და გაჭედილს შორის არსებულ, აბაშის ხეობის ულამაზესი ადგილია. წინათ აქ გაუვალი ტყე და საშიში ადგილი ყოფილა. ყაჩაღები აქ მგზავრებს უსაფრდებოდნენ და თავს ესხმოდნენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ამ ადგილს ოფუცხოლე ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდა. ეს სილამაზე, ბუნებრივია, სამეგრელოს მთავრებს – დადიანებს არ გამოჰპარვიათ; საბანაოდ და საქეიფოდ ისინი სწორედ იქ დადიოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც, თურმე, იქ ბანაობდა და ამიტომ დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ.

martvili 002 martvili 003 martvili 004 martvili 005 martvili 006 martvili 007 martvili 008 martvili 009 martvili 010 martvili 011 martvili 012 martvili 013 martvili 014 martvili 015 martvili 016 martvili 017 martvili 018 martvili 019 martvili 020 martvili 021 martvili 022 martvili 023 martvili 024 martvili 025 martvili 026

 

 

 

About these ads
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 46 other followers