საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 8 კმ-ის დაშორებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე სუსტი იყო, ამიტომაც გამორიცხულია, რომ მას რაიმე სახის ნგრევა და ზიანი მოჰყოლოდა.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს აზერბაიჯანის დაახლოებით ამავე ტერიტორიაზე მომხდარი საკმაოდ მძლავრი მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონში სამი ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

