RSS

უცხოელი ჟურნალისტები ქართული ღვინის ტექნოლოგიას ეცნობიან

20 Apr

პოლონელი და ჩეხი ჟურნალისტები და ღვინის ექსპერტები ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს ეცნობიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტები და ექსპერტები საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდნენ.


ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც ისტორიული ძეგლები – წინანდლის მუზეუმი, ძველი და ახალი შუამთის მონასტრები მოინახულეს. მათ ასევე დაათვალიერეს ღვინის მწარმოებელი კომპანიების – ,,შუხმანის”, ,,შუმის” და “თელავის ღვინის მარნის” საწარმოები, ადგილზე დააგემოვნეს ტრადიციული ქართული ღვინო და ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს გაეცნენ.
სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქვევრის და ბიო ღვინოების დაყენების უნიკალურმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია. უცხოური მედიის წარმომადგენლები თონის პურის, ყველისა და ჩურჩხელის დამზადების ტრადიციებსაც გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების და ღვინის ექსპერტების საქართველოში მოწვევა მომავალშიც გაგრძელდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამის მიზანია, მსოფლიომ გაიცნოს საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა, ასევე მოხდეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება.

About these ads
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 30 other followers