მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვს, ხულოსა და შუახევის რაიონებში თოვლის საფარმა უკვე 1.5 მეტრს გადააჭარბა.
რაც შეეხება აჭარის რაიონულ ცენტრებს, აქ თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აჭარბებს.
თუმცა მიუხედავად ნალექისა, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა.
უკვე მეორე დღეა გადაუღებლად თოვს ქუთაისშიც.აქ თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია.
საგზაო დეპარტამენტის ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ინტენსიურად იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები და შეფერხება ამ დროისთვის არსად არის.
სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 10 მარტისთვის ვარაუდობენ.

