RSS

Daily Archives: March 7, 2012

ყველაზე ცუდი ტურისტების ათეული

აშშ-ს მოსახლეობამ საკუთარი თავი მსოფლიოში ყველაზე ცუდ ტურისტებად აღიარეს. აღნიშნულის მიზეზად მათ საკუთარი ქცევა დაასახელეს, ნათქვამია LivingSocial-ს კვლევაში. რეიტინგის მეორე ადგილზე ჩინელი ტურისტები აღმოჩნდნენ, მესამეზე – ფრანგები, მეოთხეზე – იაპონლები, მეხუთე ადგილზე კი რუსები.

ცუდი ტურისტების ათეულში ასევე შევიდნენ სამხრეთ კორეელები, ინდოლები, გერმანელები, ესპანელები და დიდი ბრიტანელები.
აშშ-ს ტურისტების 40 %-ი აღიარებს, რომ მათ ერთხელ მაინც მოუპარავთ სასტუმროდან რაიმე ნივთი. კერძოდ 28 %-ს პირსახოცი, 8 %-ს ხალათები, 5 %-ს ტელევიზორის პულტების ბატარეები, 4 %-ი ბალიშები, 3 %-ს დისტანციური მართვის პულტები, ასევე 3 %-ს ზეწრები და ა.შ.

ამერიკელი ტურისტების 22 %-ს მოგზაურობისას დაუკარგავს საკუთარი ტვირთი (ავიაკომპანიების მიზეზით), 16 %-ს დაუგვიანია თვითმფრინავის რეისზე, 8 %-ი აცხადებს, რომ ვერ გათვალა მოზაურობისთვის საჭირო ბიუჯეტი.

შეგახსენებთ, რომ კვლევა თებერვალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 5,6 ათასმა ადამიანმა მიიღო.

 
Leave a comment

Posted by on March 7, 2012 in ტურიზმი

 

აჭარაში თოვლის საფარმა 1.5 მეტრს გადააჭარბა

მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვს, ხულოსა და შუახევის რაიონებში თოვლის საფარმა უკვე 1.5 მეტრს გადააჭარბა.
რაც შეეხება აჭარის რაიონულ ცენტრებს, აქ თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აჭარბებს.
თუმცა მიუხედავად ნალექისა, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა.

უკვე მეორე დღეა გადაუღებლად თოვს ქუთაისშიც.აქ თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია.
საგზაო დეპარტამენტის ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ინტენსიურად იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები და შეფერხება ამ დროისთვის არსად არის.
სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 10 მარტისთვის ვარაუდობენ.

 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 30 other followers