ავსტრალიაში 13 ათასი, ხოლო აქედან ქალაქ უოგა-უოგოს დაახლოებით ცხრა ათასი მაცხოვრებელი ევაკუირებულია წყალდიდობის გამო, – იტყობინება Reuters-ი.
მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარე მარამბიჯიზე კაშხალის გარღვევის საფრთხე შეიქმნა. გადაუღებელმა წვიმებმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია ბოლო უკანასკნელი 159 წლის განმავლობაში. დღის განმავლობაში ვარაუდობენ წყლის დონის მომატებას და მოსახლეობას ურჩევენ, 36 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ სახლებში დაბრუნებაზე.
ყველაზე მეტად წყალდიდობის შედეგად დაზარალდა ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი, დაღუპულია ორი ადამიანი, დაახლოებით 250 სახლი დატბორილია.
ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით მილიარდ ამერიკულ დოლარია.

