RSS

Daily Archives: February 20, 2012

კიკვიძის პარკი საფრთხეშია

დღეს, საღამოს 18.00. სთ-ზე კიკვიძის პარკთან (ნაძალედევის რაიონში, არმისული კინო :საქართველომდე”) დაგეგმილია გარემოს დაცვითი აქცია. დღეს, დილით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების სურვილით, მოიჭრა ათზე მეტი მრავალწლოვანი ნაძვი და სხვა ხეები. პარკის ტერიტორიას პოლიციის შენობისთვის ”ასუფთავებენ”. დღის განმავლობაში რამდენიმე მოხალისე მოქალაქე, მათ შორის მედიის წარმომადგენელი, პარკთან მორიგეობდა და ამან მცირედი შედეგიც გამოიღო – ხეების ჩეხვა შეწყდა. დაიწერა საჩივარი მერიის სახელზე. სიუჟეტს მოამზადებს ”მაესტრო”, ასევე, რამდენიმე ბეჭდური გამოცემა. გთხოვთ, გულგრილად ნუ მიატოვებთ ამ განაცხადს. დღეს-ხვალ შესაძლოა თქვენი უბანიც იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. საწყენი ისიცაა, რომ პოლიციის ახალი შენობა კიკვიძის ბაღიდან ზუსტად ორ გაჩერებაშია. ასევე, პარკს იცავს ადგილობრივი პოლიცია. ჩნდება კითხვა: რამდენად აუცილებელია ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვქონდეს პოლიციის შენობა და თუ ეს მართლაც აუცილებლობას წარმოადგენს, ნუთუ რთული იყო სხვა ადგილის მოძებნა?.. კიკვიძის პარკი ერთადერთი ”მწვანე ფილტვია” ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის და მას მოფრთხილება უნდა!

 

იანვარში, საქართველოს 227 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა

იანვარში, საქართველოს 227 ათას 6 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 41%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის იანვარში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 101 ათას 347 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 44,6%), რაც გასულ წელთან შედარებით 72%-ით მეტია. 2012 წლის იანვარში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 118 443 ვიზიტორი (ვიზიტორთა 52,2%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ამერიკიდან შემოვიდა 2 ათას 161 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან – 4 ათას 394 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,9%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 72%-ით აღემატება, აფრიკიდან – 584 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,3%), გასული წლის მაჩვენებელს, თითქმის ხუთჯერ აღემატება, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 77 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,03%).

2011 წელს, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზი-ტორთა (118 ათას 443) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 58 ათას 698 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 50%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 36 ათას 856 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 31%), 6%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.

 

 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 30 other followers