უამინდობის გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია .
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილი ჩაკეტილია.
ქარბუქის გამო კი თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ასევე რიკოთის უღელტეხილზე.
თბილისის შემოსასვლელ გზაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ქარბუქის შესუსტებისთანავე დაიწყებს.
გზის სხვა მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილი ჩაკეტილია
19
Feb

