აფრიკის კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში თოვლი მოვიდა. უცხოური მედიის ცნობით, ტუნისსა და ალჟირში მოსულმა თოვლმა ადგილობრივი მოსახლეობის გაკვირვება გამოიწვია, ხოლო ხელისუფლებას დამატებითი საზრუნავი გაუჩინა.
აფრიკის კონტინენტზე თოვლი ბოლოს 40 წლის წინ მოვიდა.
რაც შეეხება ევროპას, ზოგიერთ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა _39 გრადუსამდე დაეცა. ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და იტალიაში წყლის არხები გაიყინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
ძლიერი ყინვებისგან მიმდინარე წელს 368 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი უკრაინაშია, სადაც ყინვებს 135 ადამიანი ემსხვერპლა.

