RSS

Daily Archives: February 3, 2012

ტურისტები ყველაზე მეტად თავისუფლების ქანდაკება აინტერესებთ

თავისუფლების ქანდაკება, სან-ფრანცისკოს ხიდი “ოქროს კარიბჭე”, საფრანგეთის ეიფელის კოშკი და ლონდონის ბიგ ბენი ლიდერობენ იმ ღირსშესანიშნაობათა სიაში, რომლებითაც ტურისტები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. ონლაინგამოკითხვა ჟურნალმა Travel+Leisure-მა ჩაატარა და გამოავლინა ის ადგილები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს იზიდავენ.

რეიტინგის ათეულში მოხვდა ასევე რომის კოლიზეუმი, ჩიკაგოს მილენიუმის პარკი, წმინდა პეტრეს ტაძარი რომში, შენობა Swiss Re ლონდონში და ხაი-ლაინ პარკი ნიუ-იორკში.

 

დიდთოვლობამ და ყინვამ ციტრუსს საშიშროება შეუქმნა

დიდთოვლობამ და ყინვამ ციტრუსს საშიშროება შეუქმნა. თოვლისა და ყინვის გამო, დაზიანების საშიშროება ემუქრება სუბტროპიკულ მცენარეებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას ურჩევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ თოვლის დღე-ღამურ ინტენსივობას. თოვლის საფარის 10 სმ-მდე მატების შემთხვევაში აუცილებელია დღისით ციტრუსის ზრდასრული ნარგავების თოვლისაგან ფრთხილად გათავისუფლება, ვინაიდან დამძიმებული ძირითადი ტოტების უეცარი დაბერტყვა გამოიწვევს მოტეხვას. ხოლო ღამის საათებში წაყინვის ასაცილებლად უმჯობესია ბაღის დატოვება თოვლის მცირე საფარ ქვეშ.

იმავდროულად, ცალკეული ნაკვეთებისადმი საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, თოვლისა და ყინვისაგან ციტრუსის პლანტაციის დაცვის მიზნით გათბობის სხვადასხვა საშუალებების (ჩალის, ნამჯის ანარჩენების, ამორტიზირებული საბურავების) გამოყენება – დაწვა და კვამლის გაშვება გაბატონებული ქარების მხრიდან, ახალგაზრდა ნარგავების შეფუთვა და სხვა.

 

ყინვებმა 160 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ყინვებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 160 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგაშო მდგომარეობაა უკრაინაში. ბოლო მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში,  სხეულის გადაციებით დაახლოებით 70 ადამიანი დაიღუპა. კიევში ჰაერის ტემპერატურა მინუს 30 გრადუსია.

ასევე მძიმე  მდგომარეობაა საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში. გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში 32 გრადუსიან ყინვას 9 ადამიანი ემსხვერპლა,ერთი  კვირის განმავლობაში კი 29 ადამიანი დაიღუპა.

სერბეთში  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოსახლეობასთან საკვები პროდუქტი და თბილი ტანსაცმელი ვერტმფრენებით ჩააქვთ. გადაუღებლად თოვს თურქეთშიც, სადაც სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 30 other followers