უახლოეს წელიწად–ნახევარში დედამიწას უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი ემუქრება, რომლის მსგავსი ბოლო 150 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ბრიტანელი მეცნიერები მაგნიტურ ქარიშხალს მზეზე მომხდარ უძლიერეს აფეთქებას უკავშირებენ.
მათი პროგნოზის თანახმად, მაგნიტური ქარიშხლის შედეგად მოსალოდნელია ელექტრონული კვებისა და კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლა.
მეცნიერების განცხადებით, მზე ამჟამად მომატებული აქტიურობის ციკლში იმყოფება, რომელიც თავის პიკს 2012 წლისთვის მიაღწევს.
მათი გათვლებით, მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხალი 5-ჯერ აღემატება 1989 წლის ანალოგიურ მოვლენას, როდესაც კანადის პროვინცია კვებეკში 6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

