RSS

ეკოლის ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ხორცის შემოწმებას იწყებენ

17 Jun

საქართველოშო ეკოლის საფრთხეა მოსალოდნელი, ამიტომ სპეციალისტები ხორცის შემოწმებას იწყებენ.
სავარაუდოდ შემოწმება ხორცს კიდევ უფრო გააძვირებს.
ბოლო დღეებში რამდენიმე სავაჭრო ქსელში, ხორცის ღირებულება, საშუალოდ, 18 ლარს შეადგენს.
ამჯერად ამ პროდუქტის შემოწმება მას შემდეგ გადაწყდა მსოფილო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეკოლის დაავადების გავრცელების წყაროდ, ბოსტნეულის შემდეგ, ხორცს ასახელებს.
საქართველოში ეკოლის ჩხირის მატარებელი ხორცის შემოტანას გამორიცხავენ, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
დავადაბათა ცენტრის ცნობით მოხარშული ან შემწვარი ხორცი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არ არის. Dდაავადების გავრცელება გადაუმუშავებელ და გატარებული ხორცდანაა შესაძლებელი.
ეკოლის ჩხირი ხორცში პირველად საფრანგეთში გამოვლინდა. ინფექციით საავადმყოფოში გადაყვანილი 7 ბავშვიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ის, სავარაუდოდ, საქონლის ხორცით დაავადდა. 4 წლის პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
საფრანგეთში კეთდება პროგნოზი, რომ ეპიდემია, სავარაუდოდ, კიდევ გავრცელდება. გავრცელების წყაროდ უკვე გერმანული წარმოების ძროხის ხორცი სახელდება, კონკრეტულად ის პარტია, რომელსაც მოხმარების ვადა წინა კვირაში გაუვიდა.

About these ads
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 30 other followers